← მთავარი
სპორტი

ოთხრაუნდიანი უმძიმესი ბრძოლა, გატეხილი სახე და შეზღუდული მხედველობა - ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯთან ბრძოლა წააგო

15 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ოთხრაუნდიანი უმძიმესი ბრძოლა, გატეხილი სახე და შეზღუდული მხედველობა - ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯთან ბრძოლა წააგო

თეთრ სახლში UFC-ის ლეგენდარული შეხვედრა ქართველ ჩემპიონსა და ჯატინ გეიჯს შორის შედგა. ილია თოფურიამ 17 წაუგებელი სერია დაასრულა. ოთხრაუნდიანი უმძიმესი ბრძოლის შემდეგ, მან ტიტული დათმო და UFC-ის ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი გახდა. პირველ რაუნდში ჯასტინ გეიჯმა მოახრეხა და ილიას სახეზე ძლიერი დაზიანება მიაყენა, რასაც ქართველი მებრძოლის დომინირება მოჰყვა, თუმცა საბოლოო ჯამში - მეოთხე რაუნდში ილიას იმდენად ჰქონდა სახე დაზიანებული, რომ მხედველობა შეეზღუდა და ექიმმა ორთაბრძოლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ექიმის გადაწყვეტილებას ილია და მისი გუნდი არ დაეთანხმა და მეოთხე რაუნდში დომინაციის დაბრუნება სცადა, თუმცა საბოლოოდ მიყენებულმა ფიზიკურმა ტრავმებმა ილიას ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა.

მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ ბრძოლა შეჩერდა და გეიჯი მსუბუქი წონითი დივიზიონის სრულფასოვანი ჩემპიონი გახდა.

ილიას MMA-ს კარიერაში ეს მარცხი პირველია. “მატადორის” ანგარიშზე 17 გამარჯვება და 1 წაგებაა. 37 წლის გეიჯისთვის ეს გამარჯვება 28-ე გახლდათ. მას 5 ბრძოლა აქვს წაგებული. იხილეთ ასევე:

ოთხრაუნდიანი უმძიმესი ბრძოლა, გატეხილი სახე და შეზღუდული მხედველობა - ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯთან ბრძოლა წააგო

← მთავარი