"ღმერთო, ისეთ ადგილებამდე მიმიყვანე, რომელთა წარმოდგენაც არასოდეს შემეძლო... გამარჯვება პირველივე რაუნდში" - რას წერს ილია თოფურია ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, თეთრ სახლში ისტორიულ ქარდზე, ისტორიულ ბრძოლას გამართავს. ამ მომენტამდე ქართველ მებრძოლს და მის მილიონობით გულშემატკივარს რამდენიმე საათი აშორებს. ღონისძიება ჩვენი დროით, ღამის 4:00 საათიდან დაიწყება და ილიას გამოსვლას გამთენიის 7:00 საათის შემდეგ უნდა ველოდოთ. თოფურია ამერიკელ მებრძოლს, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
ქართველმა ჩემპიონმა ახლახან “ინსტაგრამზე” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მეტოქეს პირველ რაუნდშივე დაამარცხებს.
“ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა ყოველი განცდილი მომენტისთვის და იმისთვის, რომ აქამდე მომიყვანე - ისეთ ადგილებამდე, რომელთა წარმოდგენაც კი ჩემს ადამიანურ გონებას არასოდეს შეეძლო. ჩემი რწმენა ყოველთვის შენთან იქნება და კიდევ ერთხელ, დიდება შენ გეკუთვნის. 18-0 - გამარჯვება პირველ რაუნდში”, - წერს ილია თოფურია.