← მთავარი
სპორტი

სკამი, რომელზეც ილია თოფურია თეთრ სახლში გამართული ბრძოლის დროს იჯდა, აუქციონზე გაიყიდება

23 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
სკამი, რომელზეც ილია თოფურია თეთრ სახლში გამართული ბრძოლის დროს იჯდა, აუქციონზე გაიყიდება

Ultimate Fighting Championship (UFC) აუქციონზე იმ კუთხის სკამს (ტაბურეტს) ყიდის, რომელიც თეთრი სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე ილია თოფურიამ გამოიყენა. ინფორმაციას Yahoo Sports ავრცელებს. ეს სწორედ ის სკამია, რომელზეც UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით (TKO) მარცხის დროს ბრძოლა შეწყვიტა. ისეთი მებრძოლები, როგორებიც არიან ილია თოფურია, ალექს პერეირა, შონ ო’მალი, ბო ნიკალი, დიეგო ლოპესი, მაურისიო რუფი და ჯოშ ჰოკიტი, ღონისძიების განმავლობაში სწორედ ამ სკამზე ისხდნენ. სკამის საწყისი ფასი 2 800 დოლარია. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა ილია თოფურია: ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა, იქნება რევანში დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ილია თოფურიას და სხვა UFC მებრძოლებს უმასპინძლა

← მთავარი