← მთავარი
სპორტი

ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა

ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა UFC-ს ისტორიული Freedom 250 საბრძოლო სერიას უმასპინძლა. ოქტაგონზე, მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში, ამერიკელმა ჯასტინ გეიჯმა ქართველი ილია თოფურია დაამარცხა. ორთაბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა, მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიამ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს. ორთაბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ. 2024 წლის 18 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის 28 ივნისს, ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა. ილია თოფურია პირველი მებრძოლია ისტორიაში, რომელმაც UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი ისე მოიპოვა, რომ ერთხელაც არ დამარცხებულა. 2025 წლის მონაცემებით, მამაკაცთა შორის UFC-ის pound-for-pound რეიტინგში მეორე ადგილზეა.

← მთავარი