ილია II-ის და შიო III-ის დები ერთ ფოტოში — „მეორე ასეთი ფოტო ალბათ არ არსებობს”
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში ემოციურ კადრს ავრცელებს — ფოტოზე ილია მეორის და შიო მესამის დები ერთად არიან გამოსახულნი.
„მეორე ასეთი ფოტო ალბათ არ არსებობს: დედა ნატალია 49 წლის განმავლობაში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის და, ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის დასთან, ქალბატონ ლელა მუჯირთან ერთად. სასაუბრო ბევრი ექნებათ,” — წერს ჯაღმაიძე.
ილია მეორეს (ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილს) ჰყავდა ოთხი ძმა — თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი — და ერთი და, ნინო (ნატალია). ნატალია ერთადერთია გადარჩენილი და-ძმიდან. სწორედ მისი ფოტო ვრცელდებოდა სამების ტაძრიდან, როცა მთელი საქართველო პირველ პატრიარქს ემშვიდობებოდა.
შიო მესამის დასთან — ლელა მუჯირთან — საზოგადოება სინოდის გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღეს გაიცნო. ხუთი შვილის დედა, პროფესიით ფსიქოლოგი, ის ბავშვებთან მუშაობს, ძმაზე კი საჯაროდ არასოდეს უსაუბრია.