აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ&თაგარტის მხარდაჭერით, $39.5 მწვანე ობლიგაციები განათავსა (რ)
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მესამე და ბოლო ტრანშის სახით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, 7,25% საპროცენტო განაკვეთის მქონე ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა.
აღნიშნული განთავსებით დასრულდა საქართველოს კაპიტალის ბაზრების ისტორიაში ყველაზე მსხვილი მწვანე ობლიგაციების პროგრამა, რომლის ჯამური მოცულობა 82 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ სექტორში პირველმა მოიპოვა შენობების საერთაშორისო EDGE Advanced სერტიფიკატი. სერტიფიკატი მიენიჭა როგორც გლდანისა და საბურთალოს სითი მოლებს, ასევე საბურთალოს ბიზნეს ცენტრს, სითი თაუერსს.
მოცემული ემისია აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას რიგით მერვე ობლიგაციების განთავსებაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც მას საქართველოს კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და გამოცდილ ემიტენტად აქცევს. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციაში 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა, რაც ბაზრის მხრიდან მაღალ ინტერესსა და კომპანიის მიმართ არსებულ ნდობაზე მიუთითებს.
“მადლობას ვუხდით აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას მრავალწლიანი ნდობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ყველაზე მსხვილი მწვანე ობლიგაციების პროგრამა. ჩვენი დახმარებით ემიტენტმა ბაზარს შესთავაზა კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - პირველი EDGE Advanced სერტიფიკატი და პირველი მწვანე ობლიგაცია
უძრავი ქონების სექტორის მოთამაშისგან საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე. ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია როგორც მდგრადი ფინანსების განვითარების, ისე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ კომპანიასთან ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, შევძელით ამ მასშტაბური ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება და გვჯერა, რომ მომავალში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, ინოვაციური გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ”, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
“82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის წარმატებით დასრულება აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს არის შედეგი იმ სტრატეგიული ხედვისა და თანმიმდევრული მუშაობისა, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებს როგორც კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების, ისე მდგრადი განვითარების პრინციპების საკუთარ საქმიანობაში ინტეგრირების მიმართულებით.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია გახდა პირველი კომპანია საქართველოში კომერციული უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც საერთაშორისო EDGE Advanced სერტიფიკატი მოიპოვა. ეს მიღწევა მხოლოდ აღიარება არ არის. ის ადასტურებს, რომ მაღალი ხარისხის კომერციული პროექტების განვითარება შესაძლებელია ენერგოეფექტურობის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრულად გათვალისწინებით.
მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ ცალკეული ინიციატივა. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მწვანე ობლიგაციების პროგრამა სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. მისი მიზანი იყო არა მხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნის გრძელვადიან ღირებულებას ჩვენი ინვესტორებისთვის, მომხმარებლებისთვის და ყველა იმ მხარისთვის, რომელიც ჩვენი საქმიანობის შედეგით სარგებლობს.
ამ წარმატებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა გალტ & თაგარტმა, როგორც პროგრამის ექსკლუზიურმა პარტნიორმა. მათი პროფესიონალიზმი, ჩართულობა და პროცესისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა ამ ტრანზაქციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იყო. მრავალწლიანი თანამშრომლობა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი პროფესიული ურთიერთობები მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას განვითარების გზაზე და ამავე დროს მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში მდგრადი ფინანსებისა და კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაში”, - განაცხადა ლევან მესხელმა, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა.
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოში სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა. მისი პორტფელი აერთიანებს ორ წამყვან სავაჭრო ცენტრს – სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანს, ასევე ბიზნეს ცენტრ სითი თაუერს. კომპანიის სავაჭრო მოლები წლებია 100%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს.