← მთავარი
სპორტი

იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია

ლეგენდარული ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აზრით, აშშ-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

“მილანის” ყოფილი ფორვარდის თქმით, პოჩეტინოს გუნდს ზურგს მთელი ქვეყანა უმაგრებს, რაც მათ დიდ უპირატესობას აძლევს.

“თუ აქამდე რაიმე ეჭვი გქონდათ, კიდევ ერთხელ ვიტყვი: დროა ამ გუნდის ირწმუნოთ. მთელი ქვეყანა მათ გვერდით დგას და ასეთი მხარდაჭერა მათ პოზიციებს მნიშვნელოვნად ამყარებს. ავსტრალიასთან მატჩი შესანიშნავი იყო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ავსტრალიელებმა მეტოქის კართან რეალური საფრთხის შექმნა ვერ მოახერხეს.

ყველაფერი, რაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდა, ახლა აღარაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანია ის, რასაც დღეს ვხედავთ. გუნდმა საჭირო იმპულსი იპოვა და სწორედ ეს სჭირდებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ახალ მატჩთან ერთად თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ხოლო პლეი-ოფში გასვლის შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ, ცალკეულ ფეხბურთელებს დასვენების საშუალებაც მისცენ. საერთო ჯამში, ყველაფერი კარგად მიდის”, - წერს Daily Mail იბრაჰიმოვიჩის სიტყვებზე დაყრდნობით.

როდესაც ჰკითხეს, აქვს თუ არა აშშ-ს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი, ყოფილმა ფეხბურთელმა თავდაჯერებით უპასუხა:

“დიახ, შანსი ნამდვილად არსებობს”.

შეგახსენებთ, აშშ-ს ნაკრებმა ბოლო, მესამე ტურამდე, D ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. პოჩეტინოს გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 26 ივნისს, ასევე უმოტივაციო თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.თეგები:ზლატან იბრაჰიმოვიჩიაშშ-ს ნაკრები(0) / (8)

← მთავარი