ეროვნული ლიგა: „იბერია 1999” — „დინამო” (ბთ) 1:0 — ლიდერი ისევ გაიქცა
„იბერია 1999” ბოლო ორ საშინაო მატჩს 1:0 ანგარიშით ათავებს — ასე მოხდა ბათუმის „დინამოსთანაც”. დადიანის პასით ბედოშვილმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, რის შემდეგაც „იბერიამ” პრაგმატულად, ზედმეტი რისკის გარეშე, ანგარიში შეინარჩუნა. ბათუმელებმა რეალური საგოლე მომენტები ვერ შექმნეს.
„იბერიამ” ისარგებლა მდევრების წაბორძიკებით და კვლავ 4-ქულიანი განსხვავება შეიქმნა. ბათუმის „დინამოს” ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა.
მატჩის სქემა
1:0 ბედოშვილი (25’, დადიანის პასით)
„იბერია 1999”: მეგრელიშვილი; ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა; ქარდავა, ბედოშვილი (ღუდუშაური 73’), დადიანი (ბიძინაშვილი 90’+4); კაფე (ობულაძე 83’), ძაგანია (ახვლედიანი 83’), ბართიშვილი (გოშთელიანი 73’)
„დინამო” (ბთ): კუპატაძე; ჩიტეიშვილი, ქაფიანიძე, კობახიძე, კალანდარიშვილი; ლაკვეხელიანი (ხოზრევანიძე 46’), კირკიტაძე (აბუსელიძე 86’), მარა; მილჩენკო (ფუტკარაძე 84’), წულუკიძე (ბარამიძე 84’), კოხრეიძე (მანდრიჩენკო 79’)
არბიტრი: ალეკო აფციაური