ეროვნული ლიგა: „იბერიამ” „სპაერთან” ფრე გაიტანა — ევროთასამდე დრო ცოტა რჩება
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ქართველი ჩემპიონი „იბერია 1999” „სპაერს” 1:1 ფრეს გაუყო და მნიშვნელოვანი საშინაო ქულები ვერ გამოიტანა.
პირველ ტაიმში „იბერია” დომინირებდა — ბართიშვილმა მე-19 წუთზე პენალტიდან გახსნა ანგარიში (1:0). მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა: გოლუბიანმა მე-59 წუთზე, გეგიაძის პასით, გაათანაბრა — 1:1. „სპაერმა” წინ გასვლის შანსებიც გაუშვა.
საბოლოო ფრე სამართლიანი შედეგია, თუმცა ევროთასებამდე „იბერიის” ფორმა კითხვის ნიშნებს ბადებს. ასეთი თამაშით ქვეყნის ჩემპიონს ევროპაში კარგი პერსპექტივა არ ელის.
შედეგი: „იბერია 1999” 1:1 „სპაერი” — გოლები: ბართიშვილი 19’ (პენ.), გოლუბიანი 59’ (გეგიაძე)
„იბერია 1999”: მეგრელიშვილი, ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (კუცია 74’), კაფე (ღუდუშაური 67’), ბედოშვილი (ხაჩიძე 82’), ძაგანია (გოშთელიანი 46’), ბართიშვილი (სიხარულაშვილი 67’)
„სპაერი”: ფუტკარაძე, ჩაგუნავა (მატენჯვა 46’), კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე, ასკურავა, თ. ცეცხლაძე (ცალუღელაშვილი 13’), ფონიავა (გოლუბიანი 46’), გეგიაძე (გორდეზიანი 90+2’), ცირდავა, გ. ცეცხლაძე (ბასილაშვილი 89’)
არბიტრი: ჯენერი ხორავა