"იმ სირცხვილის თანაავტორები, რომლებიც ბოლო წლებში "არარატ არმენიასთან" და "ლევადიასთან" ევროტურნირებზე განვიცადეთ, ახლა ექსპერტებად იქცნენ" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
“იბერიას” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემა “სპორტი იმედზე” სტუმრობისას კლუბის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
“იბერიას” ბოლოდროინდელი თამაში არ მაძლევდა იმის წინაპირობას, რომ ევროტურნირებზე არ შევრცხვებოდით.
“სპაერს” ვეთამაშებოდით და ჩვენი კლუბის ძირითადში რომ ვერ ხვდებოდნენ ისეთმა მოთამაშეებმა ბურთი არ დაგვანახეს და ამას რომ ვუყურებ, მშვიდად როგორ უნდა ვიყო?
“სამგურალთან” რამდენიმე კვირის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ გუგა ნერგაძემ კლუბის სპორტულ დირექტორს უთხრა, რომ საკუთარი თავი ამოწურა და წასვლა უნდოდა, ანუ იგივე პრობლემის წინაშე დავდგებოდით, რაც წინა წელს გვქონდა.
“იბერიადან” წასული მწვრთნელებიდან ვინმემ იმას ნახევარს მაინც მიაღწია, რა შედეგიც ჩვენთან ჰქონდათ? იმ სირცხვილის თანაავტორები, რომლებიც ბოლო წლებში “არარატ არმენიასთან” და “ლევადიასთან” ევროტურნირებზე განვიცადეთ, ახლა ექსპერტებად იქცნენ და თავის მართლების რეჟიმში ჩვენ, ხელმძღვანელები ვიმყოფებით.
წინა წლებში მომხდარიდან გამომდინარე, დემჩენკოსთან 6 თვეს +1 წლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. ის ხედავს ჩვენს კლუბში პოტენციალს და იმედია წარმატებას მიაღწევს.
”იძულებულები ვართ, ფეხბურთელებს დავემშვიდობოთ: 3 ფეხბურთელს უკვე დავემშვიდობეთ და ჯამში, ევროტურნირებამდე, მინიმუმ 5 ფეხბურთელი დაგვტოვებს. კლუბი განცხადებებს უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
პირდაპირ გეტყვით, მცდელობა არ დაგვიკლია, რომ საქართველოს ნაკრების უთამაშებელი ფეხბურთელები, მათ შორის, ჩვენი აღზრდილები, უკან დაგვებრუნებინა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება არ სურთ.
ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვაკეთში ან ჩეხეთში, რა ხელფასიცაა, იმაზე ნაკლებ ხელფასს არ ვთავაზობთ, მაგრამ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში არავის უნდა. ჩვენი მიზანია, რომ გუნდი მოტივირებული ფეხბურთელებით შევავსოთ”, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.(1) / (0)