← მთავარი
სპორტი

ახალი მწვრთნელით - ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა

17 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ახალი მწვრთნელით - ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე

ახალი მწვრთნელით - ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “იბერია 1999”-ის მეტოქე გაირკვა11:53/16-06-2026+-ნიონში ჩატარებულ კენჭისყრაზე გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “იბერია 1999” ტალინის “ფლორას” შეხვდება. 

“იბერია 1999” პირველ მატჩს 7 ან 8 ივლისს სტუმრად გამართავს, საპასუხოს კი 14 ან 15 ივლისს სახლში. 

“იბერია 1999” 17 ტურის შემდეგ 31 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია, ხოლო “ფლორა” 15 ტურის შემდეგ ესტონეთის ჩემპიონატზე 27 ქულით მესამე პოზიციაზეა.

2025 წელს “იბერია 1999” კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე ესტონეთის “ლევადიასთან” დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონი დღეს მწვრთნელმა გუგა ნერგაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. გუნდიდან აგრეთვე მისი თანაშემწეები თემო ბაგრატიონი და ჯაბა სამსონია წავიდნენ. 

Geo Team-ის ცნობით, “იბერიას” “დილას” და ბათუმის “დინამოს” ყოფილი თავკაცი ანდრეი დემჩენკო ჩაუდგება სათავეში.თეგები:ტალინის ფლორაიბერია 1999(2) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი