ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-1 სპაერი. დრო ცოტა რჩება...
თბილისის “იბერიამ” მნიშვნელოვანი საშინაო ქულები დაკარგა და მდევრებს სხვაობის შემცირების საშუალება მისცა. მატჩი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ - თუ პირველ ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ და მომენტებსაც ძირითადად ისინი ქმნიდნენ, მეორე ნახევარში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. “სპაერმა” ანგარიშიც გაათანაბრა ეფექტური შეტევის შედეგად და წინ გასვლის რეალური შანსებიც გაუშვა. საბოლოოდ, ფრე, რომელიც უფრო სამართლიანი შედეგია. ეგ არის, რომ “იბერიას” ქომაგებს ახლა სხვა რამ უფრო აინტერესებთ - როგორ არის გუნდი მზად ევროთასებისთვის. ალბათ დიდ აღმოჩენას არ გავაკეთებთ, თუ ვიტყვით, რომ ასეთი თამაშით ქვეყნის ჩემპიონს კარგი პერსპექტივა არ ელოდება. დრო კი ცოტა რჩება… იბერია 1999-სპაერი 1:1 1:0 ბართიშვილი (19, პენალტით), 1:1 გოლუბიანი (59, გეგიაძის პასით) იბერია: მეგრელიშვილი, ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (კუცია 74), კაფე (ღუდუშაური 67), ბედოშვილი (ხაჩიძე 82), ძაგანია (გოშთელიანი 46), ბართიშვილი (სიხარულაშვილი 67) სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა (მატენჯვა 46), კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე, ასკურავა, თ. ცეცხლაძე (ცალუღელაშვილი 13), ფონიავა (გოლუბიანი 46), გეგიაძე (გორდეზიანი 90+2) ცირდავა - გ. ცეცხლაძე (ბასილაშვილი 89) არბიტრი: ჯენერი ხორავათეგები:ეროვნული ლიგაიბერია 1999სპაერი(1) / (0)