ეროვნული ლიგა. XVII ტური — იბერია 1999 1:1 სპაერი. ლიდერმა თამაში დაკარგა და დაისაჯა
ეროვნული ლიგა. XVII ტური იბერია 1999 1:1 სპაერი 12.06. თბილისი. მიხეილ მესხი გოლები: 1:0 ბართიშვილი (19-პენ), 1:1 გოლუბიანი (59. გეგიაძის პასით) იბერია (4-1-3-2): მეგრელიშვილი - ზოჰური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა - ქარდავა - ბედოშვილი (82. ხაჩიძე), დადიანი (74. კუცია), კაფე (67. ღუდუშაური) - ძაგანია (46. გოშთელიანი), ბართიშვილი (67. სიხარულაშვილი) მწვრთნელი: გუგა ნერგაძე სპაერი (4-3-2-1): ბ. ფუტკარაძე - ჩაგუნავა (46. მატენჯვა), კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე - ასკურავა, თ. ცეცხლაძე (13. ცალუღელაშვილი) - ცირდავა, ფონიავა (46. გოლუბიანი), გეგიაძე (90+2. გორდეზიანი) - გ. ცეცხლაძე (89. ბასილაშვილი) მწვრთნელი: ანზორ კიღურაძე გაფრთხილება: ასკურავა (26), სამხარაძე (54) არბიტრი: ჯ. ხორავა ეროვნული ლიგის XVII ტურის სასტარტო მატჩში თბილისის “იბერიამ” თანაქალაქელ “სპაერს” უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1. ცხადია, შედეგით კმაყოფილი დებიუტანტი უნდა იყოს. პირველ ტაიმში “იბერია” უკეთესი იყო მეტოქეზე და დაწინაურდა კიდეც. ლუკას კაფეს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი ცივსისხლიანად აღასრულა ანდრია ბართიშვილმა. მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ… მეორე ტაიმში ანზორ კიღურაძემ თამაში გადააწყო. იმუშავა მის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა. საბა გეგიაძემ მაგარი მანევრით ჩამოიშორა ვაჰიდ სელიმოვიჩი და დროული პასი მისცა ზურაბ გოლუბიანს, ვისაც ბავშვობიდან აქვს ზუსტი, დაყენებული დარტყმა - ანგარიში გათანაბრდა და თამაშის ბოლომდე აღარც შეცვლილა. “იბერია” სულ მალე ჩაერთვება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. უკვე ვიცით, რომ გუნდი აუცილებლად გაძლიერდება რამდენიმე პოზიციაზე. ამის საჭიროება ნამდვილად არის - როცა საქართველოში ვერ ხარ ბოლომდე დომინანტი, ევროთასებზე, მით უმეტეს, გაგიჭირდება… თ მ ფ წ ბ ქ 1. იბერია 1999 17 9 4 4 24:15 31 2. ტორპედო 16 7 5 4 27:14 26 3. რუსთავი 16 7 5 4 19:14 26 4. დინამო (თბ) 16 6 7 3 23:15 25 5. დინამო (ბთ) 17 6 6 5 24:26 24 6. სპაერი 17 5 6 6 24:22 21 7. სამგურალი 16 6 3 7 20:26 21 8. დილა 17 6 2 9 15:18 20 9. გაგრა 16 4 5 7 15:22 17 10. მეშახტე 16 1 7 8 11:30 10