VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 მეშახტე. როცა შეგიძლია, გართულება თავიდან აიცილო...
| VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 მეშახტე. როცა შეგიძლია, გართულება თავიდან აიცილო…13:59/23-06-2026+-“იბერია 1999-მა” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა აუტსაიდერი და წინა ტურში დაკარგული ლიდერობა მალევე დაიბრუნა. ეს არის ანდრეი დემჩენკოს პირველი 3 ქულა მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის რანგში. |
მასპინძლებმა თამაში 9 ფეხბურთელით ჩაამთავრეს. დემჩენკოს ბევრი მუშაობა მოუწევს იმაზეც, რომ გუნდი ასეთ სიტუაციაში აღარ აღმოჩნდეს. აქ არ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო არბიტრის გადაწყვეტილებები.
ერთში ვართ დარწმუნებულები - ღუდუშაურს შეეძლო, ორივე გაფრთხილება აეცილებინა თავიდან. პირველ შემთხვევაში ის პროტესტისთვის “გააყვითლეს”, ხოლო რამდენიმე წამში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში - გაშლილი ფეხით თამაშისთვის…
თბილისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ანგარიში უმცირესობაში ყოფნისას გახსნეს. თავის მხრივ, “მეშახტემაც” იბძოლა, ბოლოს ძელსაც გაარტყა ბურთი, მაგრამ ორკაცნაკლულ მასპინძელს მაინც ვერ გაუმკლავდა.
იბერია 1999-მეშახტე 2:1
1:0 დადიანი (59, ღუდუშაურის პასით), 1:1 სიხარულიძე (63, პენალტით), 2:1 სელიმოვიჩი (68, კუციას პასით)
იბერია: მაკარიძე, ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, კუცია, დადიანი (ბიძინაშვილი 90+3), ქარდავა, ბედოშვილი, ბართიშვილი (ბოჭორიშვილი 85), ღუდუშაური, ძაგანია (ნაჭყებია 65)
მეშახტე: შოვნაძე, ქურდაძე (შონია 58), პიმენტელი, უგრეხელიძე, გეგია (ტერელაძე 86), ბურდული, აბულაძე (ჯამარაული 86), პიროგოვი (ყველაიძე 75), კვირკვია, სიხარულიძე, ჩიხრაძე (დგებუაძე 58)
არბიტრი: აკაკი ფარჯიკია
51-ე და 83-ე წუთებზე ორი გაფრთხილების გამო გააძევეს ვახო ბედოშვილი და პაატა ღუდუშაური (ორივე - იბერია 1999)თეგები:მეშახტეეროვნული ლიგა 2იბერია 1999(0) / (1)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ