სპორტი
იაშვილი ერთა ლიგაზე: „რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა”
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს ნაკრების შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენციაზე ერთა ლიგასა და მოახლოებულ სამეგობრო მატჩებზე ისაუბრა.
„გურამ კაშია 2 ივნისს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს გამართავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძლიერი მეტოქე გვყოლოდა და თბილისში გვეთამაშა. ასევე, აუცილებელი გახდა, მეორე შეხვედრაც თბილისში ჩაგვეტარებინა, რადგან ხანგრძლივი სეზონის შემდეგ გუნდს ნაკლები ემგზავრება.
მნიშვნელოვანია ორივე მატჩში წარმატების მიღწევა, რათა სექტემბრის ოფიციალურ შეხვედრებს თავდაჯერებულად შევხვდეთ. კონცენტრირებულები ვართ მოახლოებულ სამეგობრო მატჩებსა და ერთა ლიგისთვის მზადებაზე. თავიდანვე ვაღიარებდით, რომ რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანია სწორედ ამ ჯგუფში გავიმარჯვოთ”, — განაცხადა იაშვილმა.