საზოგადოება
იაპონელ მოგზაურს ქობულეთში მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს
32 წლის იაპონელი მოგზაური ნაოია ტაბიბიტო შაბათ საღამოს ინსტაგრამზე კარგ ამბავს გაუზიარა მხარდამჭერებს — ქობულეთში მოპარული ხელნაკეთი ველოსიპედი ნაპოვნია. ქობულეთის პოლიციამ ის „120 კილომეტრში მდებარე ქალაქში” იპოვა.
ველოსიპედი ნაოიამ 45 ქვეყანასა და 57 000 კილომეტრზე გაიარა — ის მისთვის უბრალო სატრანსპორტო საშუალება კი არ ყოფილა, არამედ სამწლიანი მსოფლიო ტური სიმბოლო. საქართველო მისი მოგზაურობის მე-46 ქვეყანაა.
ნაოიამ ველოსიპედი 9 მაისს, ღამე, ქობულეთთან ახლოს, ფიჭვნარში, კარავთან ახლოს დააბინავა — ბოქლომი ჰქონდა, მაგრამ ხეზე არ მიუბამს. მეორე დილით ველოსიპედი ადგილზე აღარ დახვდა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ქურდობის მუხლით გამოიძიება. ნაოია ყველას, ვინც ამ ამბით დაინტერესდა, მადლობას უხდის და მოგზაურობას განაგრძობს.