← მთავარი
სპორტი

იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს

26 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში იაპონია ბრაზილიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის შესახებ იაპონელთა მწვრთნელმა ხაჯიმე მორიასუმ ისაუბრა:

„ბრაზილიასთან კვლავ თამაში ძალიან კარგი გამოცდილება იქნება. გვჯერა, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ახლა ამ შეხვედრისთვის ვემზადებით.

2025 წლის ოქტომბერში მათ უკვე შევხვდით ამხანაგურ მატჩში იაპონიაში და 3:2 დავამარცხეთ. შესაძლოა, ამიტომ ბრაზილია კიდევ უფრო მოტივირებული იქნება. თუმცა, ეს ჩვენთვისაც ასეთ დონეზე თავის გამოცდის შესაძლებლობაა.

შეიძლება ადრე ბრაზილია იაპონიას უფრო ადვილ მეტოქედ თვლიდა, მაგრამ ბოლო თამაშში დავამტკიცეთ, რომ ეს ასე არაა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ბრაზილიას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს.

ფეხბურთში შედეგის გამოცნობა რთულია. გამარჯვების იმედი გვაქვს. მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, აგრეთვე მადლობელი ვართ იმ ბრაზილიელების, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ. დარწმუნებული ვარ, მათ ჩვენი პროგრესი ახარებთ“.

იაპონიისა და ბრაზილიის თამაში 29 ივნისს, ჰიუსტონში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

← მთავარი