← მთავარი
საზოგადოება

იაპონელ მოგზაურს ქობულეთში სამყაროს გარშემო მოსეირნე ველოსიპედი მოჰპარეს

11 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
იაპონელ მოგზაურს ქობულეთში სამყაროს გარშემო მოსეირნე ველოსიპედი მოჰპარეს

იაპონელი მოგზაური ნაოია ტაბიბიტო სოციალურ ქსელში ატყობინებს, რომ ველოსიპედი, რომლითაც მან მსოფლიო შემოიარა, ქობულეთში მოჰპარეს. ველოსიპედზე სამგზავრო ჩანთებიც იყო დამაგრებული. მოგზაური პოლიციას დაუკავშირდა და გამოძიება დაიწყო.

„ახლა მხოლოდ ლოცვა შემიძლია — ეს არის ჩემი უნიკალური ველოსიპედი სახელად RISE, რომელმაც ამომავალი მზის ქვეყნიდან დაიწყო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. გთხოვთ…” — წერს ტაბიბიტო.

მოგზაური 2023 წლიდან მოგზაურობს და ამ დრომდე 46 ქვეყანა შემოიარა.

← მთავარი