საზოგადოება
ქობულეთში იაპონელ მოგზაურ ნაოია ტაბიბიტოს ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა
ნაოია ტაბიბიტოს — იაპონელ მოგზაურს, რომელიც 2023 წლიდან ველოსიპედით მსოფლიო შემოდის — ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს. ამის შესახებ თავად ტაბიბიტომ Instagram-ზე დაწერა.
ველოსიპედს „RISE” ეწოდება — სწორედ ამ ველოსიპედით გავიდა 46 ქვეყნის გამლახველი გზაზე ამომავალი მზის ქვეყნიდან, იაპონიიდან. მოგზაურს ველოსიპედზე სამგზავრო ჩანთებიც ჰქონდა დამაგრებული.
„ახლა მხოლოდ ლოცვა შემიძლია — ეს არის ჩემი უნიკალური ველოსიპედი სახელად RISE, რომლმაც ამომავალი მზის ქვეყნიდან დაიწყო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. გთხოვთ…” — წერს ტაბიბიტო.
ინციდენტის შემდეგ მოგზაური პოლიციას დაუკავშირდა. გამოძიება დაიწყო.