საზოგადოება
იაპონელ მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს — მანამდე 46 ქვეყანა გაიარა
იაპონელ მოგზაურ ნაოია ტაბიბიტოს, რომელიც ველოსიპედით მსოფლიოს შემოვლაზეა, ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს. ინციდენტის შემდეგ მოგზაურმა სოციალური ქსელი Instagram-ი გამოიყენა სიმწრის გამოსახატავად.
„ახლა მხოლოდ ლოცვა შემიძლია — ეს ჩემი უნიკალური ველოსიპედია, სახელად RISE, რომელმაც ამომავალი მზის ქვეყნიდან დაიწყო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. გთხოვთ…” — დაწერა ტაბიბიტომ.
ველოსიპედზე მისი სამგზავრო ჩანთებიც იყო დამაგრებული. მოგზაური ამბობს, რომ პოლიციას შეატყობინა და გამოძიება დაიწყო.
ტაბიბიტო 2023 წლიდან მოგზაურობს. ამ დრომდე ის 46 ქვეყანაში ყოფილა — RISE ველოსიპედი კი ყველა ამ მარშრუტის მოწმე და ამ მოგზაურობის სიმბოლო გახლდათ.