სპორტი
[VIDEO] იამალის სადებიუტო გოლი, ოიარსაბალის დუბლი - ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, H ჯგუფში ესპანეთმა საუდის არაბეთი 4:0 დაამარცხა და 4 ქულით გალიდერდა.
ესპანეთი მუნდიალზე სადებიუტო გოლით იამალმა დააწინაურა, რომელსაც გადაცემა ოიარსაბალმა გაუკეთა. შემდეგ ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა და მატჩის ბედიც გადაწყდა. მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ ორივე შესვენებაზე შეცვალა, „ფურია როხამ“ კი ანგარიში გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ამავე ჯგუფში 22 ივნისს ერთმანეთს ურუგვაი და კაბო ვერდე დაუპირისპირდებიან.
27 ივნისს, ბოლო მესამე ტურში კაბო ვერდე საუდის არაბეთს, ხოლო ურუგვაი ესპანეთს შეხვდება.
ატლანტა. მერსედეს ბენცი“ ესპანეთი - საუდის არაბეთი 4:0 გოლები: 1:0 იამალი (10), 2:0 ოიარსაბალი (21), 3:0 ოიარსაბალი (24), 4:0 ტომბაკტი (49, საკ. კარში)
- ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
- ტურნირზე უკვე 8 ავტოგოლი დაფიქსირდა.
- ესპანეთმა მუნდიალზე პირველ 24 წუთში პირველად გაიტანა სამი გოლი.თეგები:ესპანეთის ნაკრებისაუდის არაბეთის ნაკრები(0) / (0)