ფლიკი 20 წლის მეკარე არონ იაკობიშვილს „ბარსელონაში” პერსპექტიულ ნიჭიერად მიიჩნევს
„ბარსელონა” 20 წლის მეკარე არონ იაკობიშვილის მომავალ სეზონზე იჯარით გაშვებას განიხილავს — ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
გასულ სეზონში იაკობიშვილი ესპანეთის მეორე ლიგის კლუბ „ანდორაში” მოთამაშეობდა, სადაც 21 მატჩში გამოვიდა. მის ახალი იჯარით აყვანის სურვილი ორ კლუბს გამოუთქვამს, თუმცა „ბარსელონის” მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი მას პერსპექტიულ მეკარედ მიიჩნევს — კატალონიური კლუბი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
5 ივნისს ფინეთთან მატჩში, რომელშიც უნგრეთმა 2:1 გაიმარჯვა, იაკობიშვილმა ეროვნულ გუნდში დებიუტი გააკეთა — 63-ე წუთზე შევიდა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი მეკარე გახდა.
არონ იაკობიშვილის მამა საქართველოში დაბადებული ებრაელია, დედა კი — უნგრელი. ახალგაზრდა ვრატარი „ბარსელონასთან” 2028 წლის ზაფხულამდე არის კონტრაქტით დაკავშირებული. მისი ძმა, 21 წლის ანტალ, „ჟირონას” ცენტრალური მცველია.