ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი “სლოვანი” იაია ტურეს ჩააბარესErnests Gulbis03:18/17-06-2026+-სლოვაკურმა “სლოვანმა” ოფიციალურად გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი წარსულში ცნობილი კოტ’დიუვარელი ფეხბურთელი იაია ტურე გახდა და აფრიკელი მედიას წარუდგინა. ის ამ პოსტზე ვლადიმერ ვაისს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ, სლოვაკეთის ნაკრებში დაბრუნდა. ბრატისლავური გუნდი ქართველებისთვის კარგადაა ნაცნობი, რადგან ამ კლუბის ღირსებას გიორგი, ჩაკვეტაძე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავდნენ. “ამ სამსახურის დაწყებას მოუთმენლად ველი. ჩემმა წინამორბედმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ მინდა, რომ რაღაც ახალი გუნდს მეც შევძინო. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. მიყვარს გამოწვევები და მიხარია, რომ ვწვრთნი კლუბს, რომელსაც ლამაზი სტადიონი და მაღალი ამბიციები აქვს. როგორც ასისტენტს, მქონდა საშუალება ისეთ დიდ სპეციალისტთან მემუშავა, როგორიც რობერტო მანჩინია, მაგრამ დამოუკიდებლად სამუშაოს დაწყების სურვილი მქონდა”, - განაცხადა ტურემ წარდგენის შემდეგ. კოტ’დიუვარელმა სამწვრთნელო კარიერა “ტოტენჰემის” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. რის შემდეგაც ასისტენტი დონცკის “ოლიმპიკში”, გროზნოს “ახმატში”, ლიეჟის “სტანდარტსა” და საუდის არაბეთის ნაკრებში გახლდათ. თეგები:გურამ კაშიაჯაბა კანკავაიაია ტურეგიორგი ჩაკვეტაძესლოვანი(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ