საზოგადოება
უნგრეთი 5 ივნისიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებზე სამუშაო ვიზებს აჩერებს
Reuters-ი ავრცელებს, რომ უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერ ვანდა შონდის განცხადებით, 5 ივნისიდან უნგრეთმა შეაჩერა სამუშაო ვიზების გაცემა საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებზე.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ახალი მთავრობის ინიციატივაა. სახელმწიფო „ადგილობრივი ხელფასების შემცირების შეშფოთების გამო” უცხოელი მუშახელის შემოდინებას ამკაცრებს. ამ მიზნით გაუქმდა ადრე მოქმედი დადგენილება, რომელიც სამი ქვეყნიდან გამარტივებული პროცედურით მუშახელის შემოყვანის საშუალებას იძლეოდა.
Reuters ვერ ადასტურებს, ექნება თუ არა ამ ქვეყნების მოქალაქეებს უნგრეთში სამუშაო ვიზის სხვა გზა.
უნგრეთში უკვე მცხოვრებ მუშახელს კვლავ შეეძლება არსებული ნებართვების გაგრძელება, ხოლო 5 ივნისამდე წარდგენილ განაცხადებს კვლავ განიხილავენ.