ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ნორვეგიამ კოტ-დ’ივუარი 2:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში უკეთ აფრიკელები თამაშობდნენ, რომელთა რიგებში დიომანდე აქტიურობდა, კოხტა გოლი კი „ლაიფციგში“ მისმა თანაკლუბელმა ნუსამ გაიტანა, რომელმაც ევროპელები დააწინაურა.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. შესანიშნავი მომენტი ჰქონდათ ნორვეგიელებს, როდესაც ჰეგემის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან შეცვლაზე შესულმა დიალომ გამოიტანა, შემდეგ კი მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 86-ე წუთზე ჰოლანმა ბერგის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.
ნორვეგია 5 ივლისს, 1/8-ფინალში ბრაზილიას დაუპირისპირდება.
არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“
კოტ-დ’ივუარი - ნორვეგია 1:2
გოლები: 0:1 ნუსა (39), 1:1 დიალო (74), 1:2 ჰოლანი (86)
-
ნორვეგია ტურნირის მერვედფინალში მესამედ გავიდა - მეოთხედფინალში არასოდეს არ უთამაშია.
-
ჰოლანმა მიმდინარე ჩემპიონატზე 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის საფრანგეთთან შეხვედრაში სათადარიგო იყო.
თეგები:
ნორვეგიის ნაკრები
კოტ-დ’ივუარის ნაკრები
გაზიარება:
(1) /
(0)