← მთავარი
სპორტი

ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია

2 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია

ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კოტ-დ’ივუართან გამარჯვების (2:1) შემდეგ, რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა და სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა როდრიგომ, რომელიც ტრავმის გამო ტურნირზე ვერ მონაწილეობს, კომენტარი დატოვა: „შენ კარგად იმუშავე… კვირას დაისვენე, ძმაო“.

ჰოლანმა მოკლედ უპასუხა: „არა, ძმაო“.

ნორვეგია 5 ივლისს, 1/8-ფინალში ბრაზილიას დაუპირისპირდება. მატჩი ისტ რატერფორდში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

← მთავარი