← მთავარი
სპორტი

სადებიუტო მუნდიალზე რეკორდმენს გაუთანაბრდა - ჰოლანს მუნდიალზე ვერ აჩერებენ

6 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
სადებიუტო მუნდიალზე რეკორდმენს გაუთანაბრდა - ჰოლანს მუნდიალზე ვერ აჩერებენ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ნორვეგიის ნაკრებმა ერლინგ ჰოლანის დუბლით ბრაზილიას 2:1 სძლია. “სიტის” 25 წლის ფორვარდისთვის ეს მუნდიალი სადებიუტოა და მან უკვე 7 გოლი გაიტანა, რითიც 1974 წელს პოლონელი გრეგორჟ ლატოს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

Opta-ს ინფორმაციით, თუ ჰოლანი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მეტოქის კარს მინიმუმ ერთხელ კიდევ აიღებს, ის სადებიუტო მუნდიალზე ყველაზე მეტი გოლი გამტანი ფეხბურთელი გახდება.

სათქმელია ისიც, რომ ერლინგი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბომბარდირობისთვისაც იბრძვის. მას მესისა და მბაპეს 7 გოლი აქვთ გატანილი, ჰარი კეინს კი 6 შედეგიანი დარტყმა უფიქსირდება.

← მთავარი