5 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგია ბრაზილიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ კომენტარი ნორვეგიელთა თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა გააკეთა.
„ეს განსაკუთრებული შეხვედრა იქნება, რადგან ბრაზილია მიყვარს. მათი თამაში მომწონს. ეს შესანიშნავი და ლამაზი ქვეყანაა. რაც თავი მახსოვს, ბრაზილიელთა თამაშს ვუყურებ. ასეთ დიდ მატჩებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია, ამიტომ საკუთარი თავის გამოცდა საინტერესო იქნება, - განუცხადა ჰოლანმა TV2-ს.
ბრაზილია აქამდე ნორვეგიას ოთხჯერ შეხვდა და ჯერ არ დაუმარცხებია.