სპორტი
5-გოლიანი დრამა - ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ პლეი-ოფი გაინაღდა
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, I ჯგუფში ნორვეგიამ სენეგალს 3:2 სძლია და 1/16 ფინალში თამაში გაინაღდა.
ნორვეგია 43-ე წუთზე პედერსენმა დააწინაურა. 48-ე წუთზე ჰოლანმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მალევე, 53-ე წუთზე ისმაილა სარმა გაიტანა. 58-ე წუთზე ჰოლანმა დუბლი შეასრულა. 93-ე წუთზე კი სენეგალმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა.
26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში ნორვეგია საფრანგეთს, სენეგალი კი ერაყს შეხვდება.
ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“ ნორვეგია - სენეგალი 3:2 გოლები: 1:0 პედერსენი (43), 2:0 ჰოლანი (48), 2:1 სარი (53), 3:1 ჰოლანი (58), 3:2 სარი (90+3)თეგები:ნორვეგიის ნაკრებისენეგალის ნაკრებიერლინ ჰოლანი(0) / (0)