← მთავარი
სამართალი

"შემაძრწუნებელი, სასტიკი, გაუგონარი დანაშაულია" - 19 წლის ახალგაზრდას, რომელმაც მეტროში მძინარე უსახლკარო კაცს ცეცხლი წაუკიდა, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

24 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

19 წლის ჰირამ კარეროს, რომელმაც ნიუ-იორკის მეტროში მძინარე უსახლკარო მამაკაცს ცეცხლი წაუკიდა, სასამართლომ 5 წელზე მეტი ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ინციდენტი 2025 წლის 1 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, კარერომ მანჰეტენში ქაღალდ ცეცხლი წაუკიდა და ის მძინარე 56 წლის მამაკაცს დაადო. ამის შემდეგ კი სადგური დატოვა.

მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და მამაკაცის გადარჩენა შეძლეს. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მამაკაცს მძიმე დაზიანებები დარჩა.

პროკურორები აცხადებდნენ, რომ კარეროს ქმედება ფაქტობრივად, მკვლელობის მცდელობა იყო და მისთვის 8-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. თუმცა, სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კარერომ დანაშაული მარტში აღიარა და დაადასტურა, რომ განზრახ წაუკიდა ცეცხლი უსახლკარო მამაკაცს. სასჯელის გარდა, მას სამი წლით ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა და კომპენსაციის გადახდაც დაევალა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურორმა ჯეი კლეიტონმა განაცხადა, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა “შემაძრწუნებელი, სასტიკი, გაუგონარი დანაშაულია“ და მსგავსი ქმედებები მკაცრად დაისჯება. დაცვის მხარე სასამართლოსგან სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, კარეროს რთული ბავშვობა ჰქონდა — ის დაბადების შემდეგ მშობლებმა მიატოვეს, ხოლო პანდემიის პერიოდში მისი ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული მომხდარს ძალიან ნანობს. წყარო

← მთავარი