← მთავარი
სპორტი

[მსოფლიო თასი 2026] ტიერი ანრიმ დაასახელა ფეხბურთელი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ...

12 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[მსოფლიო თასი 2026] ტიერი ანრიმ დაასახელა ფეხბურთელი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ...

ტიერი ანრიმ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა იმ ფეხბურთელზე, რომელიც, მისი აზრით, მსოფლიო თასზე გაიბრწყინებს. ფრანგული ფეხბურთისა და “არსენალის” ლეგენდა გვარწმუნებს, რომ ეს იქნება მაიკლ ოლისე - საფრანგეთის ნაკრებისა და “ბაიერნის” მარჯვენა გარემარბი. “აქ ყველაფერი მარტივადაა. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რას მიაღწია ოლისემ “ბაიერნთან” ერთად - მოიგო დუბლი, გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე, გაიტანა გოლები, შეასრულა საგოლე გადაცემები… ეს ფეხბურთელი ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა. მე მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მისი მწვრთნელი (საფრანგეთის 21-წლამდელ ნაკრებში - რედ). ის არა მხოლოდ თამაშობს ფეხბურთს, არამედ, კითხულობს თამაშს თავიდან ბოლომდე. ამით განსხვავება ის სხვებისგან”, - უთხრა ანრიმ FOX Soccer-ს.

← მთავარი