← მთავარი
სპორტი

ჰაკიმი ხვიჩა კვარაცხელიაზე: „ის ჩვენი ოჯახის წევრია — ვიმედოვნებ, ამ გზას გააგრძელებს”

22 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ჰაკიმი ხვიჩა კვარაცხელიაზე: „ის ჩვენი ოჯახის წევრია — ვიმედოვნებ, ამ გზას გააგრძელებს”

პარიზ სენ-ჟერმენის მოთამაშე აშრაფ ჰაკიმიმ Sky Sport-ის კამერის წინ კითხვაზე — იმსახურებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია „კვარადონას” მეტსახელს — პასუხი გასცა:

„მან „ნაპოლიში” წარმოუდგენელი წლები გაატარა და ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის პირველივე დღიდან გახდა ჩვენი ოჯახის წევრი, ბევრ სარგებელს მოაქვს. გვიხარია, რომ გვყავს. ვიმედოვნებ, ამ გზას გააგრძელებს.”

ჰაკიმიმ ასევე განაცხადა, რომ ტრავმიდან გამოჯანმრთელდება და 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალის” წინააღმდეგ ითამაშებს.

← მთავარი