← მთავარი
საზოგადოება

GWP: 18 ივნისიდან არაგვში წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი, ფრთხილად იყავით გადაადგილებისას

18 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
GWP: 18 ივნისიდან არაგვში წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი, ფრთხილად იყავით გადაადგილებისას

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 18 ივნისიდან მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატებაა მოსალოდნელი, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად, ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.

“ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად, მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოსული ჭარბი წყალი.

წყალუხვობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება “წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის” დოკუმენტით.

გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას”. - წერს კომპანია.

← მთავარი