სპორტი
10 წლის შემდეგ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის” ტოვებს — ადგილს მარეკა დაიკავებს
ხოსეპ გვარდიოლა მიმდინარე სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტის” ტოვებს — ეს ფაბრიციო რომანომ დაადასტურა. ესპანელი „ეტიჰადს” 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.

10 წლის განმავლობაში გვარდიოლამ „სიტის” 20 ტიტული მოუგო — მათ შორის 6 პრემიერ-ლიგა და ერთი ჩემპიონთა ლიგა. მის ადგილს „ლესტერისა” და „ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი ენცო მარეკა დაიკავებს. 2022/23 სეზონში მარეკა სწორედ გვარდიოლას ასისტენტი იყო.