← მთავარი
პოლიტიკა

გვარამია: საფრანგეთის პროკურატურას მივმართოთ ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში მისაცემად

12 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
გვარამია: საფრანგეთის პროკურატურას მივმართოთ ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში მისაცემად

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ 11 მაისს მიღებული რეზოლუციის საფუძველზე, „კოალიცია ცვლილებებისთვის”-ის ლიდერი ნიკა გვარამია საფრანგეთის პროკურატურას მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილი — საფრანგეთის მოქალაქე — საერთაშორისო კონვენციური დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიაცეს.

გვარამიას განცხადებით, ქვედა პალატის მიღებული დოკუმენტი გმობს ქართული ხელისუფლების „არალიბერალურ და ავტორიტარულ რეგრესს”, ხაზს უსვამს ივანიშვილის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე და ასევე მოითხოვს, საფრანგეთის მთავრობამ განიხილოს მისთვის ადრე მინიჭებული „საპატიო ლეგიონის” ორდენის ჩამორთმევა.

„მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულებების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად.

გუშინ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც:

რეზოლუცია ასევე შეიცავს მოწოდებას, საფრანგეთის მთავრობამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს.

← მთავარი