← მთავარი
სპორტი

გიორგი გულიაშვილს სეზონი კოჭის ტრავმის გამო ადრე დაუმთავრდა

19 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
გიორგი გულიაშვილს სეზონი კოჭის ტრავმის გამო ადრე დაუმთავრდა

გიორგი გულიაშვილი კოჭის ტრავმის გამო სეზონს ვადამდე ასრულებს. GEO TEAM-ის ინფორმაციით, 24 წლის ფორვარდი დაახლოებით ერთი თვე დაისვენებს — ეს ნიშნავს, რომ ივნისის სანაკრებო შეკრებაზე ვერ ჩამოვა და „რასინგ სანტანდერის” ლა ლიგა 2-ის ორ დარჩენილ მატჩსაც გამოტოვებს.

გულიაშვილი 16 მაისს, „ვალიდოლიდთან” საშინაო შეხვედრის 23-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. სწორედ ამ გამარჯვებამ — 4:1-ით — განაღდა სანტანდერულ კლუბს ლა ლიგის საგზური. „რასინგი” ლა ლიგაში ბრუნდება; გულიაშვილი კი ელიტურ ლიგაში დეკბიუტს უკვე მომავალ სეზონში გამართავს.

← მთავარი