სპორტი
გულიაშვილის საგოლე გადაცემა — „რასინგი” ლა ლიგას უახლოვდება”
სეგუნდა დივიზიონის 39-ე ტურში „რასინგმა” გასვლაზე „ლეგანესი” 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილმა მოწინააღმდეგის ბადეში ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მან 67-ე წუთამდე ითამაშა — Flashscore-ზე 6.8, Sofascore-ზე 6.7 შეფასება მიიღო.
მიმდინარე სეზონში გულიაშვილს 16 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. „რასინგი” 75 ქულით სეგუნდას ლიდერია — 16 მაისს „ვალიადოლიდს” უმასპინძლებს. უახლოეს მდევარ „დეპორტივოს” და „ალმერიას” ჯამში 71-71 ქულა აქვთ. ჩემპიონატამდე 3 ტური რჩება.
