მიტოვებული გვეგონა... უცანურფი რამ შევამჩნიეთ... სახელზე "გუგა"! ძაღლი წამოხტებოდა.... მერე გავიგეთ, გზის გადაღმა დაღუპულა პატრონი და ბიჭს გუგა ერქვა... - ერთი ძაღლის ამბავი
ეს ამბავი სოციალრ ქსელში, ფეისბუქის მომხმარბლის მიშა სიჭინავას მიერ გავრცელდა.
“ეს ისტორია „მოიკის“ ბიჭმა მომიყვა… რამდენიმე დღეა, ავტოსამრეცხაოს გვერდით ერთი ძაღლი მოდის. დილით ჩუმად ჯდება და გზას უყურებს. საჭმელს უდებენ, ეფერებიან, მაგრამ თითქმის არაფერს ეკარება. თავიდან ყველას გვეგონა, რომ უბრალოდ მიტოვებული იყო… მერე გაირკვა, რომ მისი პატრონი რამდენიმე დღის წინ ავარიაში დაიღუპა გზის გადაღმა…მეც გავეთამაშე, რეაქცია არ ჰქონდა, მიწის თხილი დაუდე -პირი არ დაუკარებია… აქ, ზეთების შეცვლის ცენტრთან, ერთი ბიჭი მუშაობდა გუგა ერქვა. ბიჭებმა ერთი უცნაური რამ შეამჩნიეს… როცა ვინმე ხმამაღლა დაიძახებდა: „გუგა!“, ძაღლი უცებ წამოხტებოდა, იწყებდა ყურებას, წრიალს, შფოთვას… თითქოს იმ ხმაში ნაცნობ ადამიანს ეძებდა. თავიდან ამას დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა.მერე კი გავიგეთ რომ ცოტა ხნის წინ ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს გუგა ერქვა. ამბობენ, ძაღლები ლაპარაკს ვერ ახერხებენ… მაგრამ ერთგულების ენას მათზე უკეთ ალბათ ვერავინ ფლობს”