„ჩვენი გუდიაშვილის სახლი გაიყიდა” — ზურა ყიფშიძის შვილი ოჯახის ისტორიაზე ყვება
მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილი, ლენუკა ყიფშიძე, სოციალურ ქსელში ოჯახის ტრაგიკულ ამბავს ყვება — გუდიაშვილის ქუჩაზე მათი სახლი აუქციონზე გაიყიდა.

„ეს არ იყო უბრალოდ ბინა ან კვადრატული მეტრები. ეს იყო ჩვენი ოჯახის ისტორია, ფესვი და ერთადერთი დიდი საყრდენი,” — წერს ლენუკა. მისი ცნობით, 2018 წელს ქონება „ძალიან მძიმე პროცესში” აღმოჩნდა; მოგვიანებით კი დიდი დავალიანება გამოჩნდა.
მისი თქმით, მამამ ზურა ყიფშიძემ წლების განმავლობაში ყველა კარი სცადა, მაგრამ არავის მოუსმია: „ის არ ითხოვდა კანონის დარღვევას. არ ითხოვდა სხვისთვის წართმევას. ითხოვდა მხოლოდ იმას, რომ ადამიანურად მოესმინათ.”
ლენუკა ყიფშიძე განსაკუთრებულ სიმწარეს ხაზს უსვამს: „ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართულ თეატრს, ქართულ კინოს, ქართულ კულტურას მიუძღვნა — ვინ იმსახურებდა, რომ ასე მაინც ერთხელ მოესმინათ?”