სპორტი
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ჩელსი” “სანდერლენდიდან” 33 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველის გრანიტ ჯაკას შეძენასთან ახლოსაა. გამოცდილი შუახაზელი მზადაა, ლონდონური კლუბის ნებისმიერი კონტრაქტის პირობა მიიღოს, რადგან გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ხაბი ალონსოსთან ერთად კვლავ იმუშაოს.
ჯაკასა და ხაბის გზები პირველად “ლევერკუზენში” გადაიკვეთა. Transfermarkt მის სატრანსფერო თანხად დაახლოებით, 8 მილიონს ასახელებს.
2025/26 წლების სეზონში ჯაკამ 36 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ექვსი ასისტი გააკეთა.