მთავრობა კიდევ 164 ახალ ავტომობილს ყიდულობს - შესყიდვის ღირებულება 10 მილიონია
22 ივნისს, 56 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა. ბიზნესმენის შესახებ და მის გეგმებზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ თემურ უგულავაზე “შუადღის“ ეთერში ისაუბრა: “ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა პროგრესულად მოაზროვნე, არასტანდარტული ბიზნესმენი, მეცენატი და კორიფე სტუმარმასპინძლობის, რომელმაც ისეთი ხელწერა დატოვა ამ ქვეყანაში, რომ მისი სახელი მე ვფიქრობ ალბათ საუკუნეები გადაეცემა მომავალ თაობას. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მოქალაქისთვის და სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანისთვის ვფიქრობ, რომ მან ამ ქვეყანას მისცა საუკუნოვანი პროექტი- უდაბნო, რომელიც არის 20 000 ჰექტარი და არის რეგენერაციული ფერმერული მეურნეობა, გამორჩეული, როგორც ამიერკავკასიაში, ასევე ვფიქრობ ევროპის კონტინენტზეც მსგავსი რამ არ არსებობს. ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვეხებით ბუნებას და რასაც ბუნება დაგვიბრუნებს, იმ სარგებელს მივიღებთ მხოლოდ. ეს არის მომავალი თაობების ახალი ისტორია სოფლის მეურნეობაში, თავი რომ დავანებოთ იმ გამორჩეულ სივრცეებს, რომელიც მან დაუტოვა თავის ოჯახს, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს და მოსახლეობას. ალბათ ახლა რომ მისმენდეს, ყველაზე უფრო მაგაზე გაბრაზდებოდა იმიტომ, რომ არასდროს არ უყვარდა იმ სიკეთეზე საუბარი, რასაც ის აკეთებდა და რაც უმეტესად დაფარულად ხდე”თემურმა თბილად გაუღიმა, - მე დაგპატიჟებთ, ქალბატონოო… ქალმა მის უბრალო სამოსს შეხედა, ხელი ჩაიქნია: “შენ თვითონ რა გაქვს, შე საწყალო, მე რომ დამპატიჟოო…“ - რას იხსენებს ლევან ლაბარტყავა თემურ უგულავაზე?ბოდა და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ეს არ იყო გასასაჯაროებელი. რამსველდის ფონდი არსებობს ასეთი, კამკას ქსელი საქართველოში, რომელიც ჯარისკაცებს, თავდაცვის სფეროში მომუშავე სტუდენტებს სტიპენდიას უფინანსებდა. მე ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი გამოძახილი იყო მისი პატრიოტიზმის, მისი სურვილის, რომ თავისი ქვეყანა საუკეთესო ყოფილიყო. ძალიან ბევრი რამ დაიწერა სოციალურ ქსელში, დაწყებული ჰოსპისებიდან დამთავრებული მუნიციპალიტეტებით, ტაძრები, სკოლები, სადაც მას სხვადასხვა აქტივობები აქვს გაკეთებული… გააგრძელეთ კითხვა იხილეთ ასევე:
“თემურმა თბილად გაუღიმა, - მე დაგპატიჟებთ, ქალბატონოო… ქალმა მის უბრალო სამოსს შეხედა, ხელი ჩაიქნია: “შენ თვითონ რა გაქვს, შე საწყალო, მე რომ დამპატიჟოო…“ - რას იხსენებს ლევან ლაბარტყავა თემურ უგულავაზე?