← მთავარი
საზოგადოება

რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა?

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა?

მთავრობა სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ახალი ელექტრონული ვებპლატფორმის შექმნას გეგმავს. შესაბამისი განკარგულების თანახმად, პროექტის დაფინანსებისთვის საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 53 ათას ლარამდე თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პლატფორმა მოქალაქეებს ერთიანი ციფრული სივრცის მეშვეობით ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს. “საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიანი ციფრული პლატფორმის მეშვეობით ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ელექტრონული ვებპლატფორმის დამზადებისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გამოუყოს არაუმეტეს 53 000 (ორმოცდაცამეტი ათასი) ლარისა”, — ვკითხულობთ განკარგულებაში.

← მთავარი