← მთავარი
სპორტი

ჩოგბურთი: ერთეულებში ორივე ქართველი დამარცხდა

4 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ჩოგბურთი: ერთეულებში ორივე ქართველი დამარცხდა

ეკატერინე გორგოძე იტალიაში ქალთა საერთაშორისო ტურნირის (WTA 125) სტარტზე 21 წლის ადგილობრივ ჯორჯია პედონეს ორ სეტში, 6:3, 6:3 ანგარიშით დაუთმო. გორგოძე ფრანგ კაროლ მონესთან ერთად წყვილებში კვლავ ასპარეზობს — 4 ივნისს მეოთხედფინალში ესტელ კასინოსა (საფრანგეთი) და ნიკა რადიშიჩს (სლოვენია) შეხვდება.

სოფიო შაფათავა ამერიკის ქალაქ სამტერში ქალთა საერთაშორისო ტურნირში (W100) ამერიკელ კილი კოლინზს პირველ სეტში 7:5 გაუტოლდა, მომდევნო ორ სეტში კი 2:6 და 1:6 დაუთმო. ორთაბრძოლა 2 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. შაფათავა წყვილებშიც ასპარეზობს — რუმინელ ელენა-ტეოდორა კადართან ერთად ტურნირის რეიტინგფავორიტებს ანა როჯერსსა და ალურა ზამარიპას გაუწევს მეტოქეობას.

← მთავარი