← მთავარი
პოლიტიკა

"ვინ ვინ და ჩვენ ვუსურვებთ პირველ რიგში ქალბატონ ელენეს ჯანმრთელობას" - გორდულაძე

28 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
“ვინ ვინ და ჩვენ ვუსურვებთ პირველ რიგში ქალბატონ ელენეს ჯანმრთელობას. არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს ითქვას ხმამაღლა, შეიძლება არ ითქვას, მაგრამ უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორც გავრცელდა დღეს ინფორმაცია - გუშინ ექიმს უკავშირდებოდნენ, მან უარი თქვა პაციენტის მონახულებაზე იმიტომ, რომ დრო არ ჰქონდა და ორშაბათს დღის მეორე ნახევარში შეხვდება თურმე პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელს. პირველ რიგში, ქალბატონ ელენეს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ყველა პატიმარს, იქნება ეს თავისუფლებააღკვეთილი თუ დროებით პატიმრობაში, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს ჯანდაცვის სრული სერვისით” ამბობს ოცნების წევრი არჩილ გორდულაძე ოცნების პროპაგანდისტული და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული TV იმედის ეთერში მიმდინარე დებატებზე, რომლის თემაცაა “ევრობიუროკრატიის რეზოლუციები საქართველოს წინააღმდეგ”
← მთავარი