ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი იუწყება, რომ „ნიუკასლის” გარემარბი ენტონი გორდონი „ბარსელონაში” გადავა. კლუბებმა ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს: „ბლაუგრანა” „კაჭკაჭებს” 70 მილიონ ევროს და 10 მილიონ ევრო ბონუსებს გადაუხდის.
ფაბრიციო რომანო ამატებს, რომ გორდონი 28 მაისს კატალონიაში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
ინგლისელ ფეხბურთელზე მიუნხენის „ბაიერნი” და „არსენალიც” ინტერესდებოდნენ, თუმცა გორდონმა „ბარსელონა” ამჯობინა. გასულ სეზონში მან „ნიუკასლის” მაისურით 46 მატჩი გამართა — 17 გოლი გაიტანა და 5 გადამწყვეტი პასი გასცა.