← მთავარი
სპორტი

გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს

20 აგვისტო, 2026 · წყარო: sportall.ge
გოჩოლეიშვილი

საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ერთსეზონიანი იჯარით „შახტარიდან“ „კადისში“ გადავიდა.

კლუბებს შორის შეთანხმება მომავალი წლის ზაფხულში გოჩოლეიშვილის 3.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

გიორგი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება და 22 აგვისტოს “ელდენსესთან” ჩასატარებელი სეგუნდა დივიზიონის მეორე ტურის მატჩისთვის მოემზადება.

„კადისის“ ღირსებას იური ტაბატაძე იცავს, რომელიც ტრავმირებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიძლება ამ გუნდში „უნივერსიტატეას“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი გადავიდეს.

← მთავარი