← მთავარი
სპორტი

გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგს” დაემშვიდობა — „შახტარში” ბრუნდება

19 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგს” დაემშვიდობა — „შახტარში” ბრუნდება

„ჰამბურგი” იჯარით აყვანილ ექვს ფეხბურთელს დაემშვიდობა — მათ შორის ქართველი მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი. 25 წლის ფეხბურთელი „შახტარ დონეცკს” უბრუნდება, სადაც 2029 წლის ზაფხულამდე კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

„ჰამბურგში” გიორგი 24 მატჩში გამოვიდა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. სეზონის ბოლო ნაწილში ის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. სად ითამაშებს მომავალ სეზონში — ჯერ გაურკვეველია.

← მთავარი