← მთავარი
მსოფლიო

ბელგოროდის ყოფილი გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი დაინიშნა რუსეთის ელჩად სოხუმში

26 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ბელგოროდის ყოფილი გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი დაინიშნა რუსეთის ელჩად სოხუმში

ბელგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი დაინიშნა რუსეთის ფედერაციის ელჩად აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში.გლადკოვის დანიშვნის შესახებ ბრძანებულება, რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 26 ივნისს გამოქვეყნდა რუსეთის სამართლებრივი აქტების პორტალზე.გლადკოვი ბელგოროდის ოლქს ხელმძღვანელობდა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს. 2022 წლიდან გლადკოვი დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სანქციების ქვეშაა. გუბერნატორის რანგში გლადკოვი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე აქტიურად აკეთებდა კომენტარებს სოციალურ მედიაში, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებზე და ქვეყნის მასშტაბით პოპულარობა მოიპოვა. ბელგოროდის ოლქში ტელეგრამისა და სხვა ციფრული სერვისების მუშაობის შეფერხების ფონზე გლადკოვი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან თანამდებობის პირთაგან, ვინც მხარი დაუჭირა მაცხოვრებლებს, რომლებიც კომუნიკაციის პრობლემებზე ჩიოდნენ. აპრილში სხვადასხვა მედიასაშუალებამ დაიწყო მისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და გავრცელდა ცნობები, რომ მას აფხაზეთში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს.13 მაისს გლადკოვმა თანამდებობა დატოვა, სავარაუდოდ, საკუთარი ნებით. რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ალექსანდრ შუვაევი, უკრაინასთან ომის ვეტერანი და ირკუტსკის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე. გლადკოვს 14 მაისის შემდეგ სოციალურ ქსელებში არანაირი პოსტი არ დაუტოვებია და არც ახალი დანიშვნის შესახებ გაუკეთებია კომენტარი.

ასევე ნახეთ

ბელგოროდიდან სოხუმში? - როგორ გავიგოთ რუსი გუბერნატორის შესაძლო “გაელჩება” აფხაზეთში

← მთავარი