← მთავარი
სპორტი

"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ

26 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში თურქეთმა მასპინძელი აშშ-ს ნაკრები 3:2 დაამარცხა, თუმცა პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

მატჩის შემდეგ თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, არდა გიულერმა განაცხადა, რომ ნაკრებმა ტურნირზე ცუდად ითამაშა და კრიტიკოსების აზრს სრულიად იზიარებს.

“ცუდად ვითამაშე. არც ერთ ჩვენგანს არ უთამაშია კარგად. რასაც კრიტიკოსები ამბობენ, მართლები არიან. ცუდად ვითამაშეთ და ტურნირს გამოვეთიშეთ. იმედი მაქვს, ამას გამოვასწორებთ. აშშ-სთან მატჩამდე ამბობდნენ, რომ დაბალ განწყობაზე ვიყავი. კრიტიკისთვის ღია ვარ. ნებისმიერი კრიტიკა სამართლიანია”, - განაცხადა გიულერმა.

შეგახსენებთ, D ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე აშშ-სა და ავსტრალიის ნაკრებები გავიდნენ.

← მთავარი