სპორტი
გიორგი ქვილითაიამ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა — ვინ არის ეროვნული ნაკრების შემტევის რჩეული
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ქვილითაიამ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა და ინსტაგრამის სთორიში წერს: „და მან თქვა, კი”.
სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელის რჩეული ულამაზესი მოდელია სახელად სოფი. დამატებითი დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის.
გიორგი ქვილითაია ამჟამად საფრანგეთის მეორე დივიზიონში, Ligue 2-ში თამაშობს და „მეცის” ღირსებას იცავს. ეროვნული ნაკრების ჯამში მას 42 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.